Sunday, 14 June 2020

კვლევის ანგარიში: სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი მოსწავლეთა ქიმიით დაინტერესებაში


საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეთა დაბალი ინტერესი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პედაგოგიურმა პრაქტიკამაც მაჩვენა, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე დაბალია ამ საგნებში, კერძოდ, ქიმიაში მოსწავლეთა ჩართულობა და ეს პრობლემა განსაკუთრებით იკვეთება საშუალო საფეხურზე, რაც პირდაპირ აისახება მათ ცოდნის დონეზე.

არსებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და გამომწვევი მიზეზების შემცირების მიზნით მე, მაია სიჭინავამ სსიპ-რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

დააწკაპუნეთ აქ და ნახეთ სრული კვლევა.

დააწკაპუნეთ აქ კვლევის რეფლექსიის სანახავად.





Friday, 14 June 2019

კონფერენფია-ოქროს რიცხვი 2019









პროექტი-შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე


შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე
ავტორი: მაია სიჭინავა,
რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ     ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლის
ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი „მომავლისანი“

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდება ერთ დღესაც დედამიწაზე ტყეები რომ გაქრეს? თუ ხე-ტყის ჭრა დღევანდელი ტემპით გაგრძელდა*, შესაძლოა ეს მართლაც მოხდეს.
·         მსოფლიო ბანკის მონაცემებით*, 1990 წლიდან დღემდე 1.3 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყის საფარი განადგურდა. ეს ფართობი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თითქმის 20-ჯერ დიდია.
·         ტყის გაჩეხვის ერთერთი მთავარი მიზეზი ქაღალდის წარმოებაა. მხოლოდ 2017 წელს ქაღალდის დასამზადებლად 413 მილიონი ტონა ხე-ტყე გამოიყენეს*.
·         ქაღალდის რეციკლირება, ანუ მაკულატურის გადამუშავება ახალი პროდუქტის შესაქმნელად ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ტყის საფარის გადარჩენაში წვლილის შესატანად. ამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.
დიაგრამა 1: მსოფლიო ბანკი - ტყის ჭრის სტატისტიკა 1990-2016
ტყეები დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში უდიდეს როლს თამაშობს - ისინი ცოცხალ ორგანიზმებს, მათ შორის ჩვენ, ადამიანებს, გვამარაგებს ჟანგბადით და შეისრუტავს ნახშირორჟანგს, რომელსაც ამოვისუნთქავთ. თუმცა გარდა ამისა, ტყეების შენარჩუნება ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია კლიმატის ცვლილებასთან, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე კარგად ჩანს, როგორ პატარავდება მყინვარები ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს სატელიტური სურათები საქართველოა, კავკასიონის ქედი.
ფოტო 1-2: კავკასიონის ქედი, დეკემბერი, 1984 (მარცხნივ) და 2016 (მარჯვნივ) წყარო: google earth***
ასევე, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, როგორ არის გამქრალი ხეობებში მწვანე საფარი.
ხე-ტყის გაჩეხვის ერთერთი მთავარი მიზეზი სხვადასხვა სახის საწარმოო საქმიანობაა. ხეები იჩეხება მშენებლობისთვის, საწვავად და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტის დასამზადებლად.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო, 2017 წლის კვლევის მიხედვით**, ხე-ტყე ყველაზე მეტად საწვავად და ინდუსტრიული საქმიანობისთვის, გაიჩეხა.
ერთერთი მთავარი მიზეზი ქაღალდის დამზადება იყო, რისთვისაც 413 მილიონი ტონა ხე-ტყე გამოიყენეს.
ცხრილი 1: ხე-ტყის პროდუქტების წარმოება და ვაჭრობა 2017 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)**
დანიშნულება
რაოდენობა
ცვლილება 1980 წელთან შედარებით
საწვავი შეშა
1 890 მილიონი მ3
48% ^
სამშენებლო მასალა
1 907 მილიონი მ3
ქაღალდის წარმოება
413 მილიონი ტონა
224% ^
შენიშვნა: ეს არის ნაწყვეტი მსოფლიო ბანკის სტატისტიკიდან. სრული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ქაღალდის გადამუშავება გულისხმობს უვარგისი ქაღალდისგან, მაკულატურისგან ახალი, გამოსაყენებელი ქაღალდის შექმნას. 1 ტონა მაკულატურის გადამუშავებით
****:
·         მოჭრას გადარჩება 17 ხე;
·         დაიზოგება თითქმის 1500 ლიტრი საწვავი;
·         დაიზოგება 4000 კილოვატი ელექტროენერგია;
·         დაიზოგება 3000-მდე ლიტრი წყალი;
·         ჰაერში შეერევა 27კგ-ით ნაკლები დამაბინძურებელი.
ამიტომაც რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ     ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ „მომავლისანი“-ს წევრებმა შევიმუშავეს პროექტი სახელწოდებით „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე“, რომლიც მიზნად ისახავს:
·         მაკულატურის, როგორც მეორეული ნედლეულის გამოყენების აუცილებლობის გააზრებას;
·         მოზარდებში გარემოს დაცვისადმი ცნობიერების ამაღლებას.
·         ხის ჭრის შემცირებას.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა.
კლუბის წევრებმა ჩაატერეს გამოკითხვა ქალაქში არსებულ ორგანიზაციებსა და სავაჭრო ცენტრებში, რათა დაედგინათ, სად მიაქვთ გამოყენებული ქაღალდი ამ დაწესებულებებში. აღმოჩნდა, რომ 42 გამოკითხული ადამიანიდან არცერთი არ აბარებს მაკულატურას.
ასევე შეადგინეს საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც გაწერილი იყო თუ რა ზიანი მოაქვს ხის ჭრას და რა სარგებლია ქაღალდის მეორად გადამუშავებაში (ეს ბუკლეტები საბოლოოდ ასევე ჩაბარდა მაკულატურაში).
გაირკვა ისიც, რომ მათს 2/3-ს არ აქვს ინფორმაცია ქაღალდის მეორეულად გამოყენების შესახებ, თუმცა კვლევაში მონაწილე დაწესებულებების უმეტესი ნაწილი დათანხმდა ჩაებარებინა მაკულატურა მოსწავლეებისთვის.
შეგროვებული 1500კგ-მდე  მაკულატურა მაკულატურა ჩავაბარეთ უახლოეს ჩამბარებელ პუნქტში, ქუთაისში, ხოლო მიღებული ვაუჩერებით შევიძინეთ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისთვის.
კლუბის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ქაღალდის გადამამუშავებელი კომბინატი და მიიღეს მონაწილეობას ქაღალდის დამზადებაში.
ამ ღონისძიებების მთავარი მიზნებია:
·         მოსწავლეებმა მეტად გაიაზრონ მათი როლი გარემოს გადასარჩენად ზრუნვაში.
·         მოზარდებმა გაიაზრონ მაკულატურის მეორად ნედლეულად გამოყენების აუცილებლობა.
·         ეს არ იყოს ერთჯერადი ღონისძიება და მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წლიდან უფრო ფართო მასშტაბით განაახლონ მაკულატურის შეგროვება.
ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ტყის მასივის გადარჩენაში და ვფიქრობთ, ეს ინიციატივა განვავრცოთ სხვა სკოლებშიც, უფრო დიდი შედეგის მისაღწევად.
გამოყენებული წყაროები:


* ხე-ტყის განახლებადი სტატისტიკა 1980-2016 - მსოფლიო ბანკი, ბმული: https://data.worldbank.org/indicator/AG.LND.FRST.ZS?end=2016&start=1990&view=chart&year=2016
**ხე-ტყის პროდუქტების წარმოება და ვაჭრობა 2017 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ბმული: http://www.fao.org/forestry/statistics/80938/en/
***Google-ის სატელიტური რუკის ფოტოარქივი, ბმული: https://www.google.com/earth/
****ფაქტები ქაღალდის გადამუშავების შესახებ, სამხრეთ ინდიანის უნივერსიტეტი, აშშ, ბმული: https://www.usi.edu/recycle/paper-recycling-facts/

Saturday, 23 March 2019

გაკვეთილის გეგმა









გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: მაია სიჭინავა
საგანი: ქიმია
კლასი: მე-9
თემა: როგორ შევამციროთ ნიადაგის მჟავიანობა
დრო: 45 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი: 10 მოსწავლე, მათ შორის სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
·         მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და შეაფასოს შედეგები;
·         კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის გზები;
·         თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე;
·         უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი.



ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ. IX.7
მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება
  მოსალოდნელი შედეგები:  შედეგი თვალსჩინოა თუ მოსწავლე
·         იყენებს მჟავების ფუძეებისა და ნეიტრალიზაციის შესახებ მიღებულ ცოდნას და დასახავს გეგმას ნიადაგის მჟავიანობის შესამცირებლად/გასაზრდელად.
ქიმ.IX.4
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
   მოსალოდნელი შედეგები:  შედეგი თვალსჩინოა თუ მოსწავლე
·         აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს.
ქიმ.IX.2
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა
  მოსალოდნელი შედეგები:  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·         იყენებს შესაბამის მასალას ან აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს დაკვირვებას და აღრიცხავს მონაცემებს.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·         ამოიცნობს მჟავას და ფუძეს ინდიკატორის დახმარებით;
·         იცის როგორ განახორციელოს ნეიტრალიზაციის რეაქცია;
·         აქვს წარმოდგენა მჟავა წვიმებზე;
·         აქვს თანამშრომლობის, ანალიზის, მსჯელობის უნარ-ჩვევა.
შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკა გეგმას თან ერთვის.
ინდივიდუალური; მთელი კლასი; წყვილში და ჯგუფში მუშაობა.

სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო; ცარცი; დაფა; საწერკალამი; მობილური ტელეფონი ინტრნეტით; შესასვლელი ბილეთები; ფლიქჩარტის ქაღალდი; მარკერი; ნიადაგის ნიმუშები; უნივერსალური ინდიკატორი; ქიმიური ჭურჭელი; კირი; ძმარმჟავა; ნაცარი; ლიმონმჟავა. ფორმატის ქაღალდი.
აქტივობა №1 (დასახელება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
·         შესასვლელი ბილეთები;
·         5 წთ;
·         ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას, რის შემდეგაც წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ურიგებს  შესასვლელ ბარათებს, სადაც ჩამოწერილია ქიმიური ფორმულები, მათ უნდა ამოიწერონ მხოლოდ მჟავებისა და ფუძეების ფორმულები და დააჯგუფონ:  მჟავები- ჟანგბადიანი. უჟანგბადო, ხოლო ფუძეები -წყალში ხსნადობის მიხედვით. შესრულებული დავალება შეადარონ გვერდით მჯდომი კლასელის დავალებას. დავალების შესრულებას აკვირდება  მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება დატებითი შეკითხვებით .
აქტივობა №2 (დასახელება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
·         გონებრივი იერიში;
·         5წთ;
·         მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ მასალასთან
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს ახალი მასალის გაგებაში დაეხმარება.
·         როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს  ნეიტრალიზაციის რეაქციის არსი?
·         როგორ წარმოიქმნება მჟავა წვიმები და რა საფრთხეს უქმნის გარემოს?
·         რა გზითაა შესაძლებელი მჟავა წვიმების თავიდან აცილება?
·         როგორ ფიქრობთ, დააზიანებს თუ, არა მჟავა წვიმები ნიადაგს და შესაბამისად ფლორას და ფაუნას?
აქტივობა №3 (დასახელება; ხანგძრლივობა, ორგანიზების ფორმა):
·         სასწავლო გაჩერებები;
·         30 წთ;
·         ჯგუფური
აქტივობის მიზანი:
·         მოიპოვონ ინფორმავია ნიადაგის მჟავიანობაზე და გააანალიზონ;
·         უსაფრთხოების წესების დაცვით ნიადაგის მჟავიანობაზე ექსპერიმენტის დაგეგმვა- ჩატარება.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე კლასი იყოფა  2 ჯგუფად. ისინი სურვილის მიხედვით ირჩევენ გაჩერებას, საიდანაც შეეძლებათ ინფორმაციის მოპოვება.
·         პირველი გაჩერება- სახელმძღანელო და დამატებითი ლიტერატურა;
·         მეორე გაჩერება - მობილური ტელეფონი/ინტერნეტი;
·         მესამე გაჩერება - ექსპერიმენტის ჩატარება, სავალდებულოა ორივე ჯგუფისთვის.
მოპოვებულ ინფორმაციას ჯგუფის წევრები აანალიზებენ ერთმანეთში და გამოთქვამენ ვარაუდებს და ინიშნავენ, რის შემდეგაც ორივე ჯგუფი გადადის მესამე გაჩერებაზე, გეგმავენ ექსპერიმენტს, იკვლევენ ნიადაგის ნიმუშებს, შედეგებს კი ინიშნავენ დაკვირვების ცხრილში, რომლის გააანალიზების შემდეგ მსჯელობენ თუ, როგორ შეიძლება ნიადაგის მჟავიანობის შემცირება/გაზრდა, აფიქსირებენ ვარაუდებს და გეგმავენ ახალ ექსპერიმებტს. შედეგები შეაქვთ დაკვირვების ცხრილში.  აგებენ ნიადაგის მჟავიანობისა და pH მაჩვენებლის დამოკიდებულების გრაფიკს და  შედეგებს ადარებენ მოპოვებული ინფორმაციის შედეგად გამოთქმულ ვარაუდთან. აკეთებენ დასკვნას.
ჯგუფების მუშაობის პროცესში მასწავლებელი მოძრაობს კლასში და აკვირდება. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ჯგუფებს მიზნის მიღწევაში.
აქტივობა №4 (დასახელება; ხანგძრლივობა, ორგანიზების ფორმა):
·         პრეზენტაცია
·         4წთ
აქტივობის მიზანი: ცოდნის გაგება/გააზრება
აქტივობის აღწერა:  ორივე ჯგუფი აკეთებს მოპოვებული ინფორმაციისა და ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციას.
აქტივობა №5(დასახელება; ხანგძრლივობა, ორგანიზების ფორმა):
·         საშინაო დავალება;
·         1 წთ;
·         მთელი კლასი
აქტივობის აღწერა:  დაამზადომ ბროშურა, სადაც გაწერენ მოპოვებულ ინფორმაციას და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გააცრცელონ.




შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
3-4ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10ქულა
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
1
მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და შეაფასოს შედეგები;

არ შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და შეაფასოს შედეგები;

ნაწილობრივ შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, მაგრამ ვერ აანალიზებს შედეგებს

შუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და შეაფასოს შედეგები, მაგრამ შეინიშნება მცირეოდენი ხარვეზები

შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს, შეაფასოს შედეგები და ჩამოაყალიბოს ნათლად და გასაგებად

2
კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის გზები;
არ შეუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის გზები;
ნაწილობრივ შეუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის გზები
შუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის გზები, მაგრამ უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
შუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის გზები და გამოიტანოს დასკვნა
3
თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე;

არ შეუძლია თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე

ნაწილობრივ შეუძლია თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე

შუძლია თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე, მაგრამ მსჯელობს არადამაჯერებლად

შუძლია თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე, მსჯელობს არგუმენტირებულად

4
უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი.

არ შეუძლია ექსტერიმენტის ჩატარება და უსაფრთხოების წესების დაცვა
დამოუკიდებლად არ შეუძლია ექსტერიმენტის ჩატარება და უსაფრთხოების წესების დაცვა

შუძლია უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი, მაგრამ ვერ ახერხებს შედეგების სისტემატიზაციას

შუძლია უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი ახდენს შედეგების სისტემატიზაციას და გამოაქვს დასკვნა