|
მასწავლებელი: მაია სიჭინავა
|
|
|
საგანი: ქიმია
|
კლასი: მე-9
|
|
თემა: როგორ შევამციროთ
ნიადაგის მჟავიანობა
|
დრო: 45 წუთი.
|
|
მოსწავლეთა პროფილი: 10 მოსწავლე, მათ შორის სსსმ მოსწავლე არ არის
|
|
|
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
·
მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს
და შეაფასოს შედეგები;
·
კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/
გაზრდის გზები;
·
თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე;
·
უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი.
|
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ. IX.7
მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის
თვალსაზრისით შეფასება
მოსალოდნელი შედეგები: შედეგი
თვალსჩინოა თუ მოსწავლე
·
იყენებს მჟავების ფუძეებისა და ნეიტრალიზაციის შესახებ
მიღებულ ცოდნას და დასახავს გეგმას ნიადაგის მჟავიანობის შესამცირებლად/გასაზრდელად.
ქიმ.IX.4
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
მოსალოდნელი
შედეგები: შედეგი
თვალსჩინოა თუ მოსწავლე
·
აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს.
ქიმ.IX.2
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება/
მონაცემების აღრიცხვა
მოსალოდნელი შედეგები: შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·
იყენებს შესაბამის მასალას ან აღჭურვილობას და ატარებს
დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·
აწარმოებს დაკვირვებას და აღრიცხავს მონაცემებს.
|
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·
ამოიცნობს
მჟავას და ფუძეს ინდიკატორის დახმარებით;
·
იცის როგორ განახორციელოს ნეიტრალიზაციის რეაქცია;
·
აქვს წარმოდგენა მჟავა წვიმებზე;
·
აქვს თანამშრომლობის, ანალიზის, მსჯელობის უნარ-ჩვევა.
|
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელი
და განმავითარებელი შეფასების რუბრიკა გეგმას თან ერთვის.
ინდივიდუალური;
მთელი კლასი; წყვილში და ჯგუფში მუშაობა.
|
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო;
ცარცი; დაფა; საწერკალამი; მობილური ტელეფონი ინტრნეტით; შესასვლელი ბილეთები; ფლიქჩარტის
ქაღალდი; მარკერი; ნიადაგის ნიმუშები; უნივერსალური ინდიკატორი; ქიმიური ჭურჭელი;
კირი; ძმარმჟავა; ნაცარი; ლიმონმჟავა. ფორმატის ქაღალდი.
|
|
|
აქტივობა
№1 (დასახელება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
·
შესასვლელი ბილეთები;
·
5 წთ;
·
ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას, რის შემდეგაც წინარე ცოდნის გააქტიურების
მიზნით ურიგებს შესასვლელ ბარათებს, სადაც
ჩამოწერილია ქიმიური ფორმულები, მათ უნდა ამოიწერონ მხოლოდ მჟავებისა და ფუძეების
ფორმულები და დააჯგუფონ: მჟავები- ჟანგბადიანი.
უჟანგბადო, ხოლო ფუძეები -წყალში ხსნადობის მიხედვით. შესრულებული დავალება შეადარონ
გვერდით მჯდომი კლასელის დავალებას. დავალების შესრულებას აკვირდება მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება
დატებითი შეკითხვებით .
აქტივობა №2 (დასახელება; ხანგრძლივობა,
ორგანიზების ფორმა):
·
გონებრივი იერიში;
·
5წთ;
·
მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ მასალასთან
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს ახალი მასალის
გაგებაში დაეხმარება.
·
როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ნეიტრალიზაციის რეაქციის არსი?
·
როგორ წარმოიქმნება მჟავა წვიმები და რა საფრთხეს
უქმნის გარემოს?
·
რა გზითაა შესაძლებელი მჟავა წვიმების თავიდან აცილება?
·
როგორ ფიქრობთ, დააზიანებს თუ, არა მჟავა წვიმები
ნიადაგს და შესაბამისად ფლორას და ფაუნას?
აქტივობა №3 (დასახელება; ხანგძრლივობა,
ორგანიზების ფორმა):
·
სასწავლო გაჩერებები;
·
30 წთ;
·
ჯგუფური
აქტივობის მიზანი:
·
მოიპოვონ ინფორმავია ნიადაგის მჟავიანობაზე და გააანალიზონ;
·
უსაფრთხოების წესების დაცვით ნიადაგის მჟავიანობაზე
ექსპერიმენტის დაგეგმვა- ჩატარება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე
კლასი იყოფა 2 ჯგუფად. ისინი სურვილის მიხედვით
ირჩევენ გაჩერებას, საიდანაც შეეძლებათ ინფორმაციის მოპოვება.
·
პირველი გაჩერება- სახელმძღანელო და დამატებითი ლიტერატურა;
·
მეორე გაჩერება - მობილური ტელეფონი/ინტერნეტი;
·
მესამე გაჩერება - ექსპერიმენტის ჩატარება, სავალდებულოა
ორივე ჯგუფისთვის.
მოპოვებულ
ინფორმაციას ჯგუფის წევრები აანალიზებენ ერთმანეთში და გამოთქვამენ ვარაუდებს და
ინიშნავენ, რის შემდეგაც ორივე ჯგუფი გადადის მესამე გაჩერებაზე, გეგმავენ ექსპერიმენტს,
იკვლევენ ნიადაგის ნიმუშებს, შედეგებს კი ინიშნავენ დაკვირვების ცხრილში, რომლის
გააანალიზების შემდეგ მსჯელობენ თუ, როგორ შეიძლება ნიადაგის მჟავიანობის შემცირება/გაზრდა,
აფიქსირებენ ვარაუდებს და გეგმავენ ახალ ექსპერიმებტს. შედეგები შეაქვთ დაკვირვების
ცხრილში. აგებენ ნიადაგის მჟავიანობისა და
pH მაჩვენებლის დამოკიდებულების გრაფიკს და
შედეგებს ადარებენ მოპოვებული ინფორმაციის შედეგად გამოთქმულ ვარაუდთან. აკეთებენ
დასკვნას.
ჯგუფების
მუშაობის პროცესში მასწავლებელი მოძრაობს კლასში და აკვირდება. საჭიროების შემთხვევაში
ეხმარება ჯგუფებს მიზნის მიღწევაში.
აქტივობა №4
(დასახელება; ხანგძრლივობა, ორგანიზების ფორმა):
·
პრეზენტაცია
·
4წთ
აქტივობის მიზანი: ცოდნის გაგება/გააზრება
აქტივობის აღწერა: ორივე ჯგუფი აკეთებს მოპოვებული
ინფორმაციისა და ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციას.
აქტივობა №5(დასახელება;
ხანგძრლივობა, ორგანიზების ფორმა):
·
საშინაო დავალება;
·
1 წთ;
·
მთელი კლასი
აქტივობის აღწერა: დაამზადომ ბროშურა, სადაც გაწერენ
მოპოვებულ ინფორმაციას და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გააცრცელონ.
|
|
შეფასების რუბრიკა
|
|
კრიტერიუმი
|
3-4ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
|
|
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
||
|
1
|
მოიპოვოს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და
შეაფასოს შედეგები;
|
არ შეუძლია
მოიპოვოს ინფორმაცია
ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და შეაფასოს შედეგები;
|
ნაწილობრივ
შეუძლია მოიპოვოს
ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობაზე, მაგრამ ვერ აანალიზებს შედეგებს
|
შუძლია მოიპოვოს ინფორმაცია
ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს და შეაფასოს შედეგები, მაგრამ შეინიშნება მცირეოდენი
ხარვეზები
|
შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია
ნიადაგის მჟავიანობაზე, გაანალიზოს, შეაფასოს შედეგები და ჩამოაყალიბოს ნათლად და
გასაგებად
|
|
2
|
კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/ გაზრდის
გზები;
|
არ შეუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/
გაზრდის გზები;
|
ნაწილობრივ შეუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის
შემცირების/ გაზრდის გზები
|
შუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/
გაზრდის გზები, მაგრამ უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
|
შუძლია კვლევის საფუძველზე იპოვოს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების/
გაზრდის გზები და გამოიტანოს დასკვნა
|
|
3
|
თვისებებით განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე;
|
არ შეუძლია
თვისებებით განასხვაოს
ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე
|
ნაწილობრივ
შეუძლია თვისებებით
განასხვაოს ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე
|
შუძლია თვისებებით განასხვაოს
ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე, მაგრამ მსჯელობს არადამაჯერებლად
|
შუძლია თვისებებით განასხვაოს
ერთმანეთისგან მჟავა და ფუძე, მსჯელობს არგუმენტირებულად
|
|
4
|
უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი.
|
არ შეუძლია
ექსტერიმენტის ჩატარება და უსაფრთხოების
წესების დაცვა
|
დამოუკიდებლად
არ შეუძლია ექსტერიმენტის ჩატარება და უსაფრთხოების წესების დაცვა
|
შუძლია უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი,
მაგრამ ვერ ახერხებს შედეგების სისტემატიზაციას
|
შუძლია უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატაროს ექსპერიმენტი
ახდენს შედეგების სისტემატიზაციას და გამოაქვს დასკვნა
|
No comments:
Post a Comment