რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი აქტიურად ჩავერთო ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში და საკონკურსოდ აირჩიეს ერთ-ერთი მიმართულება - „შეშა“, სლოგანით- ,,ტყე შეუნახე შვილებსა’’.
კონკურსის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
§აქტივობა 1: ეკოკლუბის
წევრებისთვის პრობლემის გაცნობა და ფუნქციების გადანაწილება
§აქტივობა 2: ინფორმირების მიზნით შეხვედრა დაბაში
განთავსებულ სხვადასხავა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.
§აქტივობა 3: ამ ორგანიზაციების წინ მაკულატურისთვის ყუთების განთავსება შესაბამისი წარწერით;
§აქტივობა 4: შეგროვებული მაკულატურის თავმოყრა სკოლაში
სპეციალურად გამოყოფილ ოთახში;
§აქტივობა 5: მაკულატურის გადახარისხება;
§აქტივობა 6: მაკულატურის ჩაბარება;
§აქტივობა 7: მიღებული თანხით სკოლის ბიბლიოთეკის
კლასგარეშე ლიტერატურით შევსება;
§აქტივობა 8: ჩატარებული სამუშაოების შედეგების
პრეზენტაცია;
§აქტივობა 9: აქტივისტების წახალისება- ექსკურსია.

No comments:
Post a Comment